ერევანი-მოსკოვის თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება განახორციელა

თვითმფრინავი Airbus A321, რომელიც ერევნიდან მოსკოვში მიფრინავდა, საწვავის უკმარისობის გამო ავარიულად დაეშვა, იუწყება RenTV.

წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავის ეკიპაჟმა საგანგებო სიგნალი ‘პან-პანი’ გაგზავნა. ეს არის საგანგებო მდგომარეობა, რომელის დროსაც დაუყოვნებელი დახმარება არ არის საჭირო.

მფრინავებმა მცირე რაოდენობის საწვავის სიგნალი მისცეს.

სამგზავრო თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა.

Leave a Reply