ბაქოში სომხური დელეგაციის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ბაქოში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწლე სომხური დელეგაცია სოხმეთში დაბრუნდა.  დელეგაციას აზერბაიჯანში კოალიცია “გამოსავალის” წევრი მანე თანდილიანი და მმართველი “რესპუბლიკური” პარტიიდან არმენ აშოტიანი წარმოადგენდნენ.

მანე თანდილიანმა Araratnews.am-ს ბოქოს შთაბეჭდილებები გაუზიარა.

აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანულმა მედიამ კოალიცია „გამოსავალის“ ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლის ინიციატივას ანტი-რუსულს უწოდა.

„მე ინტერვიუ მივეცი და ავღნიშნე, რომ რუსეთი სომხეთის სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ინიციატივას ანტირუსული კონტექსტი არა აქვს“-განმარტა სომხური დელეგაციის წარმომადგენელმა.

სომხურმა დელეგაციამ ვერც სკანდალი აიცილა. ბაქოში თავშესაფრის სტატუსის მქონე სუზან მაგრაგიანმა პროვოკაციებს მიმართა.

„სკანდალი კამერებიდან შორს მოხდა. სიუზან ჯაღინიანი წარმოგვიდგა, როგორც ჟურნალისტი. როდესაც პრეს-კონფერენცია დასრულდა სიუზან ჯაღინიანი შემოიჭრა ჩვენთან. როდესაც სომხურად ვსაუბრობდით მან სომხური გინებები წარმოთქვა ჩვენი დელეგაციის მისამართით. ჩვენ მივმართეთ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს, რათა ჯაღინიანი წაეყვანათ, მათ  გვიპასუხეს, რომ სიუზანი ჟურნალისტია. ჩვენ კი ვუპასუხეთ, რომ თუ ის არ დაგვტოვებს, ამას პროვოკაციად ჩავთვლით. იმ ადგილას არც ერთი ჟურნალისტი და უბრალოდ საიდანღაც მოსული ადამიანი არ იმყოფებოდა. საბოლოოდ მათ ჯაღინიანი გაიყვანეს“.

აზერბაიჯანელ დეპუტატებს იმედი ჰქონდათ, რომ ღონისძიება ანტი-სომხურ პროპოგანდად გადაიქცეოდა. კოალიცია „გამოსავალის“ დეპუტატის თქმით, მათ ეს ყველაზე უფრო აღელვებდათ, რის გამოც მუდამ დაძაბულები იყვნენ.

Leave a Reply