ჰოლივუდში შარლ აზნავურს ვარსკვლავი გაუხსნეს

სომხური წარმოშობის ფრანგ მომღერალს, კომპოზიტორს და მსახიობს შარლ აზნავურს ჰოლივუდის „დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი გაუხსნეს.

ლეგენდარული მომღერლის სანახავად და აზნავურის სამახსოვრო დაფის გახნის ცერემონიაზე დასასწებად Pantages-ის თეატრთან გულშემატკივრებთან ერთად, კალიფორნიის სენატორი და აშშ-ს სომხური საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“მე ვარ ფრანგი და სომეხი. მშვენიერია, რომ ორ სხვადასხვა კულტურას ვეკუთვნი. ფრანგული ჩემი სამუშაო ენაა, ხოლო სომხური ჩემი ოჯახის ენა “, – თქვა აზნავურმა ვარსკვლავის გახსნამდე.

მისი თქმით, ის თავს „ცოტათი კალიფორნიელადაც“ გრძნობს, რადგან მისი ქალიშვილი და შვილიშვილები ამ შტატში ცხოვრობენ.

საორგანიზაციო კომიტეტმა აზნავურს ვარსკვლავი „ცოცხალი შესრულების“ კატეგორიაში გაუხსნა.

Leave a Reply