ჰონკონგში სომხური და ქართული ხელნაწერების გამოფენა გაიხსნება

XI-XVIII საკუნეების სომხური და ქართული ხელნაწერები ჰონკონგის უნივერსიტეტში გამოიფინება, ამის შესახებ წერს სააგენტო tert.am South China Morning Post-ზე დაყრდნობით.

ჰონკონგში პირველად გაიხსნება გამოფენა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ხელნაწერთა კოლექციას წარმოადგენს და მასში დეტალურად არის ასახული სახარება.

„სომხური ხელნაწერები, ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანული ტაძრების ერთ-ერთი ყველაზე მდიდრულად გაფორმებული ხელნაწერებია“– თქვა ჰონკონგის უნივერსიტეტის მუზეუმისა და მხატვრული გალარეის დირექტორმა ფლორიან კნოტემ.

South China Morning Post-ი ასევე იუწყება, რომ აღნიშნული ხელნაწერები სომეხ მმართველებს ომში თან მიჰქონდათ, რადგან, იმ დროს ხელნაწერთა სასწაულებრივი ძალის სწამდათ.

Leave a Reply