ჰუმანიტარული ინიციატივა „ავრორას“ დაჯილდოება ერევანში

საერთაშორისო ჰუმანიტარული ინიციატივა „ავრორა“ , შექმნილია სომეხთა გენოციდის დროს გადარჩენილთა სახელით, მადლიერების ნიშნად იმ პირებისადმი, ვინც მათ გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა.

„ავრორას“ მიზანია, დაეხმაროს დღევანდელ გმირებს განაგრძონ სიკეთის გლობალური ესტაფეტა და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ მათ, ვისაც ეს სასიცოცხლოდ ესაჭიროება. ინიციატივა 8 წელიწადზეა გათვლილი 2015 – 2023წ.წ. (სომეხთა გენოცოდის 1925-1923წ.წ. რვაწლიანი პერიოდის მსგავსად ).

„ავრორა“ მხარს დაუჭერს და დაეხმარება იმ პროექტებს, რომელთა შემქმნელებიც , საკუთარი რისკის ფასად ეხმარებიან საზოგადოების უპოვარ წევრებს. ეს ჩანაფიქრი განხორციელდება ჰუმანიტარული ინიციატივა „ავრორას“ პროგრამების მეშვეობით. ესენია : პრემია „ავრორა“, დიალოგი „ავრორა“, ჰუმანიტარული ინდექსი „ავრორა“, მადლიერების პროექტები და ინიციატივა 100 LIVES .

საერთაშორისო ჰუმანიტარული ინიციატივა „ავრორა“ – ფილანტროპული პროექტია. მისი შემქმნელები არიან :ვართან გრიგორიანი, ნუბარ აფეიანი და რუბენ ვართანიანი. ინიციატივა მეორე წელია რაც არსებობს და უკვე მოიზიდა ათობით ახალი დონორი და პარტნიორი. „ავრორა“ მიესალმება ყველას, ვინც იზიარებს კაცობრიობისადმი ჩვენს ერთგულებას!!!

„ავრორას“ გამარჯვებული, გრანტის სახით 100 000 დოლარს მიიღებს. მას ასევე მიეცემა შესანიშნავი შესაძლებლობა გააგრძელოს საქველმოქმედო ესტაფეტა და 1 მილიონი დოლარის ოდენობის პრემია გადასცეს იმ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, რომელიც თავად ლაურეატისთვის იყო სამაგალითო და თავის დროზე უბიძგა ამ მოღვაწეობის დასაწყებად. პრემია დაწესდა ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის და ჰუმანიზმის იდეების გავრცელებისთვის.

წლევანდელი დაჯილდოება 24 აპრილის ნაცვლად, 28 მაისს შედგება. თარიღის შეცვლა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებით იყო განპირობებული.

Leave a Reply