იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაული – ვარდავარი

2017 წლის 23 ივლისს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია  მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 5 ძირითად დღესასწაულთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში დღესასწაულთან დაკავშირებით  საღმრთო ლიტურგია აღევლინება.

თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიაში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი აღავლენს , ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში – წირვას ღირსეული მღვდელი მამა მანუკ ზეინალიანი აღავლენს.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ხალხური ტრადიციის თანახმად,  წუწაობა გაიმართება.

Leave a Reply