ცნობილია საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო ნომრები

ცესკოში პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის რიგითი ნომრების წილისყრა დასრულდა. პროცესში ცხრა პოლიტიკური პარტია და 25 საინიციატივო ჯგუფი მონაწილეობდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

შედეგად საპრეზიდენტო კანდიდატებს რიგითი ნომრები მიენიჭათ. მათგან ათმა პარტიამ ძველი ნომრების შენარჩუნება მოითხოვა.

ნომრები მიენიჭათ: სალომე ზურაბიშვილი – 48, დავით უსუფაშვილი – 25, კახა კუკავა – 21, ზურაბ ჯაფარიძე – 36, გიორგი შენგელაია – 43, გიორგი ანდრიაძე – 51.

ძველი ნომრებით იქნებიან: შალვა ნათელაშვილი – 10, დავით ბაქრაძე -2, გრიგოლ ვაშაძე – 5, აკაკი ასათიანი -18.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა განაცხადების მიღება 8 სექტემბერს დასრულდა. ცესკოში 46 განაცხადი შევიდა. მათგან 26 საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.