მამუკა ბახტაძემ ერევანში წიწერნაკაბერდის მემორიალი მოინახულა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სომხეთის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზოჰრაბ მნაცაკანიანთან.

შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმდინარე ვიზიტს სომხეთის რესპუბლიკაში, ისევე როგორც აღინიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რამაც დამატებითი იმპულსი მისცა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. მინისტრებმა მიმოიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ერევანში ვიზიტის განმავლობაში ბახტაძე სომხეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად წიწერნაკაბერდის მემორიალს ეწვია სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად.