საქართველოს მასშტაბით გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა

საქართველოს მასშტაბით გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა. საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად, ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა.

აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემის პროცედურა გრძელდება საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ამომრჩევლებისთვის, რომლებსაც კანდიდატებისთვის ხმის მიცემა დღეს, 24:00 საათამდე შეეძლებათ.

არჩევნებისთვის 3 703 საარჩევნო უბანია შექმნილი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.