იგორ დოდონი სომხეთის ეროვნულ ასამბლეას ეწვია

9 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მყოფი მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი იგორ დოდონი სომხეთის ეროვნულ ასამბლეას ეწვია და პარლამენტის თვმჯდომარე არა ბაბლოიანთან შეხვედრები გამართა.

მისასალმებელ სიტყვაში, არა ბაბლოიანმა იმედი გამოთქვა, რომ იგორ დოდონის ვიზიტი ხელს შეუწყობს სომხეთსა და მოლდოვას შორის სახელმწიფოთაშორისი და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას.

არა ბაბლოიანმა ხაზი გაუსვა ინტერ-საპარლამენტო ურთიერთობების მნიშვნელობას , განსაკუთრებით საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების როლს კავშირების გააქტიურებაში.

მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა აღნიშნა, რომ სომხეთში სტუმრობით მოხარულია და იმედი აქვს, რომ მისი ვიზიტი ხელს შეუწყობს ურთიერთობებისა და ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას.

მოლდოვის პრეზიდენტის თხოვნით, არა ბაბლოიანი სომხეთის საპარლამენტო მმართველობის სისტემას, პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების, ახალ საარჩევნო სისტემის საკითხებსაც შეეხო.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სომხეთ-მოლდოვის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებმა: არამ სარგსიანმა, არმან საღათელიანმა და კარენ ბექარიანმა.

Leave a Reply