Jnews: ახალქალქში საგზაო მშენებლობა მონოპოლიზირებულია

ახალქალაქის საგზაო-სამშენებლო კონკურსებში, ძირითადად, ერთი კომპანია „ჯავახავტოგაზი“ მონაწილეობს, კონკურსებშიც ეს კომპანია იმარჯვებს წინასწარ შეთავაზებული ბიუჯეტით.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ასფალტირების, ადგილ-ადგილ ხვრელების აღდგენის, გზების მომსახურების სამუშაოების შესრულებისთვის 2010 წლიდან დღემდე 37 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. ამ ტენდერებიდან 27-ში კომპანია „ჯავახავტოგაზმა” გაიმარჯვა, ხოლო 22 შემთხვევაში ის ერთადერთი მონაწილე იყო და წინასწარი თანხით მოიგო ტენდერი, 3 კონკურსი კი გაუქმდა. 2013 წელს მხოლოდ ერთ ტენდერში გაიმარჯვა „ოპტიმუს ჯგუფმა“,  2014 კი ასევე ერთი ტენდერი მოიგო კომპანია “Fin Estate”-მა. 2015 წელს ერთი ტენდერი მოიგო კომპანია „წატილმა“. 2015 წელს „ჯავახავტოგაზ“-ს ჰყავდა ძლიერი კონკურენტი „არალი“, რომელმაც ერთ კონკურსში გაიმარჯვა, ხოლო 2017 წელს კომპანია „ვემ“ მოიპოვა გამარჯვება.

2017 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა საგზაო-სამშენებლო მომსახურებაზე 6 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა , რომლებშიც მონაწილეობა მხოლოდ „ჯავახავტოგაზ“-მა მიიღო და თითქმის ყველა ტენდერში გაიმარჯვა, გარდა ორი კონკურსისა, სადაც მას ერთ შემთხვევაში 0.58 თეთრი დააკლდა წინასწარ შეთავაზებულ თანხას, ხოლო 10 ლარი მეორე პროექტს. კომპანიამ, 2017 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერ-კონკურსის მეშვეობით დაზოგა 10 ლარი და 58 თეთრი, 6 მილიონ 205 192 ლარის საგზაო-სამშენებლო ხარჯებიდან.

„ჯავახავტოგაზმა“ 1998 წელს დაფუძნდა, დარეგისტრირებულია ქალაქ ახალქალაქში. კომპანია ნოდარ ინასარიძეს ეკუთვნის. „ჯავახავტოგაზმა“ კონკურსებში მონაწილეობა 2010 წლიდან დაიწყო, იმ პერიოდიდან, როდესაც საქართველოში აუცილებელი გახდა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული კონკურსის ჩატარება.

2010-2017 წლებში „ჯავახავტოგაზმა“ მონაწილეობა მიიღო 89 ტენდერში, საიდანაც 65-ში გაიმარჯვა. ხოლო 65-დან 55 შემთხვევაში ელექტრონულ კონკურსებში ერთადერთი მონაწილე იყო და საგზაო-სამშენებლო სამუშაოები, ძირითადად, წინასწარი თანხით აქვს განხორციელებული.

საგზაო-სამშენებლო კომპანია “არალიმ”, მონაწლეობა მიიღო ახალქალაქის რაიონში გამოცხადებულ ტენდერებში, თუმცა იშვიათად იგებდა ტენდერებს. 2010-2017 წლებში კომპანიამ მონაწილეობა მიიღო 6 ელექტრონულ კონკურსში, გაიმარჯვა მხოლოდ ერთში 2015 წელს მოიპოვა, რომლის საერთო თანხა 1, 420,  396 ლარს შეადგენს. ამ კონკურში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, რის შედეგად გამარჯვებული კომპანია „არალი“ გახდა. კონკურსის შედეგად, მომსახურების საფასური 57 930 ლარით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენციის პირობებში კომპანიები მზად არიან უფრო ნაკლები თანხით იგივე სამუშაო შეასრულონ. 2016 წელს კომპანია „არალიმ“  მონაწილეობა მიიღო ორ კონკურსში, თუმცა ვერ გაიმარჯვა. უკვე 2017 წელს კომპანიამ ზოგადად არ მიირო მონაწიელობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გამოცხადებულ ტენდერებში.

კომპანია „არალი“ 2004 წელს დაფუძნდა, დარეგისტრირებულია ახალციხეში. კომპანიის ერთადერთი მფლობელი ოთარ თათეშვილია.

Leave a Reply