Jnews : საარჩევნო პროცესი ახალქალაქსა და მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში

Jnews.ge თვალს ადევნებს საარჩევნო პროცესს ახალქალაქსა და მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში.

10 საათის მდგომარეობით რეგიონში თვითმმართველობის არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

მე-3 საარჩევნო უბანი ახალქალაქის N4 სკოლაში ამომრჩეველთათვის დილის 8:00 საათზე გაიხსნა. ამ უბანში დარეგისტრირებულია 1227 ამომრჩეველი, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში კი 15 მოქალაქეა რეგისტრირებული.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე “ქართული ოცნების” ორი წარმომადგენელი ბეიჯების გარეშე გამოცხადდა. რაც შეეხება სხვა დარღვევებს, ერთ-ერთ  ამომრჩეველს არ უნდოდა მარკირების გაკეთება, თუმცა კომისიის წევრებმა აუხსნეს, რომ ეს სავალდებულო პროცედურაა ხმის მისაცემად. დილიდან უბანზე აქტივობა არის საშუალო. პარტია „ქართული ოცნების“ აგიტატორი დილიდან ეხმარებოდა ხალხს სიაში თავიანთ სახელების მოძიებაში.

მე-4 საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში 805 ამომრჩეველია, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში კი 9 მოქალაქეა რეგისტრირებული.

სოფელ კულიკამის N35-ე საარჩევნო უბანზე დილიდან ამომრჩეველთა დიდი რიგია. უბანზე მუშაობს კომისიის 10 წევრი და 9 დამკვირვებელი. 10 საათისთვის ხმა 100-მა ამომრჩეველმა მისცა.

სოფელ დილისკაში „ქართული ოცნების“ აგიტატორებს თავიანთი მანქანებით ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე მიჰყავთ . “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო უბანთან დგას და ამომრჩეველს მოუწოდებს „41“ ნომერი შემოხაზონ.

იმ მომენტისთვის, როდესაც ახალქალაქის N67 საარჩევნო უბანზე მივედით, კომისიის წევრი რომელიც მარკირების მონიტორინგს აწარმოებს უბნის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.

ამომრჩეველთა დიდი რიგი იყო ასევე N1 საარჩევნო უბანზე. 8:45 წუთზე დაპირისპირება მოხდა დამკვირვებელსა და კომისიის წევრს შორის. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ასოციაციის“ დამკვირვებელი გეორგი პეტროსიანი (ახალქალაქის მერობის კანდიდატის სამველ პეტროსიანის შვილი) რეგისტრატორების ზურგს უკან იდგა.  კომისიის წევრებმა მას უთხრეს, რომ დამკვირვებელს არა აქვს უფლება ძალიან ახლოს დადგეს რეგისტრატორთან. ამ ინცინდენტის მოსაგვარებლად უბანზე მივიდნენ საარჩევნო ოლქის წარმომადგენლები. ბოლოს პრობლემა მაგიდების ადგილები შეცვლით მოაგვარეს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ უბანზე მათ ასევე შენიშნეს ერთდროულად ორი ამომრჩეველი ერთ საარჩევნო კაბინაში.

სოფელ კარწახში (N40 უბანი) კომისიის წევრი, რომელიც მარკირების მონიტორინგს აკეთებდა, ძალიან ხშირად არ ამოწმებდა ამომრჩეველთა მარკირებას, გარდა ამისა იყო არაფხიზელ მდგომარეობაში.  პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ხანდაზმულ ქალს ბიულეტენები გამოართვა და მის მაგივრად მისცა ხმა კაბინაში, შემდეგ ბიულეტენი საარჩევნო ურნაში თავად ჩააგდო.

სტატია ნათარგმნია საინფორმაციო საგენტო  jnews.ge-დან.

Leave a Reply