მინისტრის სიტყვებმა გამოიწვია გაუგებრობა და გახდა პოლიტიკური მანიპულაციის მიზეზი – სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესპიკერი

მინისტრის სიტყვებმა გამოიწვია გაუგებრობა და გახდა პოლიტიკური მანიპულაციის მიზეზი, – ასე უპასუხა სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ შეკითხვას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროსს პრესპიკერმა ალინა ნიკოგოსიანმა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

„დიდად ვაფასებთ პანდემიის მუდმივ გამოწვევებთან ბრძოლის საქმეში ჩვენს ქართველ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ჩვენს ურთიერთობაში ჭარბობს თანამშრომლობა და არ არის საჭირო ხელოვნური კონკურენციის ნოტების შეტანა. სწორედ ამ ლოგიკის მიხედვით ჩვენ ვაყალიბებთ და გავაგრძელებთ ურთიერთობის განვითარებას ამ სფეროში. ძალიან ვწუხვართ, რომ მინისტრის სიტყვებმა გამოიწვია გაუგებრობა და გახდნენ პოლიტიკური მანიპულაციის მიზეზი. ყველა ქვეყანა, პანდემიასთან ბრძოლაში ეყრდნობა გარკვეულ მექანიზმებს, რომლებიც ჩანერგილია ეროვნულ დონეზე. ამ მექანიზმების მიზეზი მდგომარეობს ცალკეული სიტუაციების თავისებურებანის გათვალისწინებით დასახული ამოცანების მაქსიმალურად ეფექტურ ამოხსნაში. ჩვენს ქართველ კოლეგებს ვუსურვებთ თანმინდევრულ წარმატებას პანდემიასთან ბრძოლის საქმეში“, – უპასუხა „ჯი-ეიჩ-ენს“ ალინა  ნიკოგოსიანმა.

საინფორმაციო სააგენტო Arminfo-ს თანახმად სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოში COVID-19-ის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების სისწორე და გააკეთა დასკვნა, რომ  სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია?. „საქართველოს ჯანდაცვისა და ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა მკვეთრად განსხვავდება სომხეთის სისტემისგან, თანაც არა კარგი კუთხით. ჩვენი სისტემა უფრო ძლიერია და ეს ფაქტია“?! – განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

წყარო – https://ghn.ge/