„მთიან ყარაბაღში ომის ღრუბლები შეიყარა“

„მთიან ყარაბაღში ომის ღრუბლები შეიყარა“ – ნათქვამია საერთაშორისო საკრიზისო ჯგუფის ანგარიშში.

საერთაშორისო საკრიზისო ჯგუფი, თავისი ანგარიშით, კონფლიქტის ზონაში ახალი სამხედრო საფრთხის შესახებ იუწყება. ამ ჯგუფის აზრით, მთიან ყარაბაღში 2016წ. აპრილში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, სომხეთი და აზერბეიჯანი უფრო ახლოს დგანან ომთან, ვიდრე 1994წ. შემდგომ ნებისმიერ პერიოდში. CivilNet-მა ანგარიშიდან რამდენიმე გადათარგმნილი ნაწყვეტი გამოაქვეყნა.

ეს დაძაბულობა შეიძლება გადაიზარდოს ფართომასშტაბიან კონფლიქტში, რომელსაც მშვიდობიან მოსახლეობას შორის დიდი მსხვერპლი მოჰყვება.

რუსეთმა, საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა განზე უნდა გადადონ თავიანთი განსხვავებული შეხედულებები და სისტემატურად მოახდინონ ზეწოლა მხარეებზე, მიმდინარე მდგომარეობის გამოსასწორებლად და ძალადობის განახლების რისკის შესამცირებლად.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის არსებობს დიდი უნდობლობა, ეს უფრო ართულებს სიტუაციას, რადგან 1990-იანი წლებიდან მოყოლებული , მოლაპარაკებები ორი ქვეყნის პრეზიდენტებს და საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მიმდინარეობს.

სულმასშტაბიანი ომი არც სომხეთისა და არც აზერბაიჯანის ინტერესებში არ შედის.

სამხედრო ტაქტიკა

მთიანი ყარაბაღის ტერეტორიის დიდი ნაწილი სამხედრო ქმედებებისათვის გაუვალია. სომხური მხარე აკონტროლებს მის მთიან ტერიტორიებს და ჩრდილოეთს.

საზოგადოებრივი განწყობები

ოთხდღიანმა ომმა ორივე მხარის პატრიოტული განწყობის ზრდაზე იმოქმედა. ბრძოლის შედეგად უფრო გაძლიერდა მთიანი ყარაბაღის თემის ერთიანობა . ყველა ცდილობს საჭიროების ფარგლებში გააკეთოს ყველაფერი ომის დასრულებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, მთიან ყარაბაღში მცხოვრებთა უმრავლესობამ მომავლის იმედი დაკარგა.

რუსეთის როლი

ბოლო ათი წლის განმავლობაში, რუსეთი ერთადერთი გლობალური ძალაა, რომელიც რეაგირებს კონფლიქტის ზონაში მიმდინარე ცვლილებებზე და სომხურ და აზერბაიჯანულ ხელმძღვანებლობებს საჯაროდ მიმართავს, კოფლიქტის დარეგულირების შეთავაზებებით.

დასკვნა

რუსეთმა, აშშ და საფრანგეთმა ზეწოლა უნდა მოახდინონ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებზე, რომ შეამცირონ მტრული რიტორიკა და საჯაროდ აღიარონ, რომ ეს კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკებების გზით და არა ძალადობით.

Leave a Reply