ნიკოლ ფაშინიანმა არ გამორიცხა, რომ გეოპოლიტიკური საკითხების გამო, ირანთან და საქართველოსთან საზღვარი დაიხუროს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა არ გამორიცხა, რომ გეოპოლიტიკური საკითხების გამო, ირანთან და საქართველოსთან საზღვარი დაიხუროს. Sputnik Армения ცნობით, ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სომხეთ-ირანის საზღვარი, მაგალითად, შეიძლება დე ფაქტო დაიხუროს ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების და რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო. საზღვარი საქართველოსთან ასევე შეიძლება დაიხუროს ცუდი ამინდის ან გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო. რა გამოდის, რომ სომხეთი კუნძულია ზღვის გარეშე და ასეთ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ?“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.