ნინოწმინდელები წყლის ძიებაში არიან

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი კვირა დასალევი წყლის უკმარისობაა.

თითქმის ყველა ქუჩის მცხოვრები ჩივის, რომ წყალი ან საერთოდ არ არის ან დღეში მხოლოდ 1-2 საათით მოდის.

„12 დღის განმავლობაში მხოლოდ 20 ივლისს მოვიდა წყალი, ისიც ნახევარი საათით“ – ამბობენ ლერმონტოვისა და გოგოლის ქუჩის მცხოვრებნი.

უკვე 20 წელია ნინოწმინდის წყლის მომარაგების სააგენტოში პასუხობენ, რომ წყლის მარაგი ისედაც უმნიშვნელოა,რომ მომხმარებლები უყურადღებოდ ტოვებენ ონკანს ღიას, რომ მოსახლეობა თვითნებურად ჩადის ჭებში და წყლის ნაკადს უცვლის მიმართულებას და ა.შ.

არზრუნ გოროიანის თქმით, აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად სოფელ ჰეშტიადან ახალი ხაზი ამოქმედდება. ამისთვის საჭიროა საათში 101 კილომეტრი სიმძლავრის ტუმბის შეძენა. ტუმბო ქალაქის მუნიციპალიტეტმა უნდა შეიძინოს, ხოლო დანარჩენ სამუშოს ჩვენი ორგანიზაცია შეასრულებს.

როგორც რადიო ნორს ნინოწმინდის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან შეატყობინეს, ტუმბოს შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში 45000 ლარით გაიმარჯვა სამშენებლო კომპანია „ორან ზორლუს“-მა და ხელშეკრულება მასთან უკვე დადებულია. როგორც აღნიშშნული სააგენტოს ხელმზღვანელმა, გიორგი ზმოიანმა აღნიშნა, პროცესის ასაჩქარებლად ის უკვე დაუკავშირდა კომპანიას და აუხსნა შექმნილი ვითარება.

როდის და როგორ მოგვარდება დასალევი წყალის საკითხი, ჯერ უცნობია. მაგრამ გასაგები ისაა, რომ წვიმის შემდეგ მოსახლეობის ბინებში წყალი მოდის.

Leave a Reply