ნინოწმინდის 2017 წლის ბიუჯეტი გაიზრდება 177300 ლარით

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი შეადგენს 4 551400 ლარს, ვინაიდან 2 156400 ლარი შემოვა ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერიდან, ხოლო 2 405000 ლარი გადასახადებიდან.

2016 წელთან შედარებით, 2017 წლის ბიუჯეტში შესულ თანხებს  გადასახადებიდან შემოსული თანხის რაოდენობა დაემატება და შესაბამისად ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის რაოდენობა   შემცირდება.

2017 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული რეფორმები, მოსახლეობის სოციალური დახმარება, სპორტისა და კულტურის განვითარებაა  გათვალისწინებული.

ამის შესახებ nor.ge სააგენტოს ნონოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელმა სამველ არზუმანიანმა განუცხადა.

Leave a Reply