ობამამ და პუტინმა  მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებული პეტერბურგში გამართული შეხვედრა განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას 6 ივლისს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხური სააგენტო (azatutyun.am) ავრცელებს. პრეზიდენტებმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისათვის 20 ივლისს პეტერბურგში გამართული სამმხრივი შეხვედრა, აზერბაიჯანის პრეიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მონაწილეობით.  ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალური ვებ-გვერდიც იუწყება.

„ პრეზიდენტმა ობამამ მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს რუსეთთან და საფრანგეთთან, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა მიღწეული იქნას კონფლიქტის საბოლოო მოგვარება“- ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, კრემლის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს  ინფორმაციას  სატელეფონო საუბრის შესახებ.
„ვლადიმირ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ორგანიზებისას რუსეთი  კონფლიქტის ზონაში სიტუაციის სწრაფი ტემპებით სტაბილიზაციისა და მშვიდობიანი პროცესის  წინ  წაწევის   ხელშეწყობის მომხრეა.
ბარაკ ობამამ მაღალი შფასება მისცა რუსეთის მიერ გაწეულ ძალსხმევას. მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში“.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს სირიისა და უკრაინის საკითხები.

ფოტო: telegrafi.com

Leave a Reply