ოფიციალური სადილი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და მის თანმხლებ დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა, რომელსაც ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურები მეუღლეებთან ერთად დაესწრნენ.

გიორგი კვირიკაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ოფიციალურ სადილზე მიწვეულ სტუმრებს კიდევ ერთხელ მიულოცეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წელი და გამოხატეს მზაობა ორი ქვეყნის ურთიერთობების ახალ, კიდევ უფრო მეტად დინამიკურ ეტაპზე გადასვლისათვის, აცხადებს საქართველოს მთავრობის მეთაურის პრესსამსახური.

ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა ქართველ და სომეხ ხალხს წარმატება, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვეს.

Leave a Reply