პირველი პოლიციელი რომელიც ხალხის მხარეს გადავა $10000 მიიღებს – სომხური დიასპორა თანხას აგროვებს

“ჩვენი თანამემამულეები საზღვარგარეთ მოქმედებენ. ახლა ისინი თანხას აგროვებენ და როდესაც მილიონი დოლარი შეგროვდება აქციას გამართავენ “, – ამის შესახებ არა ნერსისიანი საკუთარ Facebook- ის გვერდზე წერს.

“პირველი პოლიციელი, რომელიც ხალხის მხარს გადავა, 10,000 დოლარს მიიღებს, შემდეგი კი თითოეული $2 000. დაველოდოთ,”- წერს იგი.

შეგახსენოთ, რომ სომხეთში ერთი კვირის განმავლობაში სერჟ სარგსიანის მესამე ვადით არჩევას აპროტესტებენ. ნიკოლ ფაშანიანმა და დემონსტრანტებმა დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში დაუმორჩილებლობის აქციები დაიწყეს.

Leave a Reply