პრემიერ-მინისტრმა და ირანის ენერგეტიკის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს

პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა ირანის ენერგეტიკის  მინისტრს, სომხურ-ირანული მთავრობათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს რეზა არდაქანიანს უმასპინძლა.

პრიმიერ-მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთსა და ირანს შორის პოლიტიკური ურთიერთობების დონეს და ხაზი გაუსვა, რომ არსებობს ყველა წინაპირობა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გამტკიცებისა და განვითარებისთვის. კერძოდ, ხაზგასმით აღნიშნა სამთავრობათაშორისო კომისიის ეფექტური საქმიანობა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, რომლის რიგითი სხდომა 27 თებერვალს შედგა.

რეზა არდაქანიანმა პრემიერ-მინისტრ კარაპეტიანს გადასცა ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ესჰაღ ჯაჰანგირის თბილი მოკითხვა და აღნიშნა, რომ ერევანის სხდომა ახალი სტიმული გახდება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის.

” ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ურთიერთობების მასშტაბი, ჩვენი გუნდი კი იმუშავებს იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება პოლიტიკური დონეზე ავიდეს” , -განაცხადა კარენ კარაპეტიანმა.

მხარეებმა საევე განიხილეს სოფლის მეურნეობის, განათლების, გარემოს, ჯანმრთელობის, ტურიზმის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.

Leave a Reply