ევრაზიული ეკონომიკური კომისიის კოლეგიის თავმჯდომარე: არსებობს საკითხების მთელი რიგი, რომლებზეც მუშაობაა საჭირო

ევრზიული ეკონომიკური კომიტეტის კოლეგიის თავმჯდომარემ, ტიგრან სარგსიანმა ბელორუსული  belta.by გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საჭიროა, რათა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებმა საკუთარ თავზე იგრძნონ კავშირში გაწევრიანების სარგებელი.

“მე შეკითხვას სხვა ფორმულირებას მივცემდი, პირიქით, ჩვენი მოქალაქეები გრძნობენ, რომ ცხოვრობენ საერთო სივრცეში, თუმცა მათ აწუხებ ის , რომ მასში ჯე რკიდევ ბევრი ბარიერია”-აღნიშნა ტიგრან სრაგსიანმა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ამ 5 ქვეყნას შორის მოქალაქეებისთვის სამუშაო მიგრაციის პრობლემის გადაჭრა, ახლა ხალხს მუშაობა შეუძლია დამატებითი ნებართვის გარეშე. 2017 წლის 1-ლი იანვრიდან რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემა, და ყველა სამუშაოდ წასულ ემიგრანტს ამით სარგებლობა შეუძლაი. ასევე, მნიშვნელოვანი ასპექტია წევრი ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში დიპლომების აღიარება, რაც კიდევ ერთხელ ხელ უწყობს იმას, რომ ხალხმა სამსხურის მოძიება შეძლოს”-აღნიშნა ევრზიული ეკონომიკური კომისიის კოლეგიის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, არსებოსბ საკითხების მთელი რიგი, რომლებზეც მუშაობაა საჭირო, რათა “ჩვენი ქვეყნების მოქალქეებმა თავი უფრო კონფორტულად იგრძნონ”.

მან ასევე ხაზი გაუსვა პირველ რიგში მმართვის მოწმობის, პენსიებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებს.

Leave a Reply