საქართველოში მყოფმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განიხილა ჯავახეთში მცხოვრებ სომეხთა პრობლემები

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტი, კარენ კარაპეტიანი თბილისში ოფიციალური ვიზიტის მსვლელობისას ეწვია თბილისში მოქმედ წმინდა ეჯმიაწინის სომხურ სამოციქულო მართმადიდებლურ ეკელსიას. მან ყვავილებით შეამკო მემორიალი-ხაჩქარი რომელიც სომეხთა გენოციდის მსხევრპლთა ხსოვნას ეძღვნება და უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას კარაპეტიანმა განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან საერთო ენა ყველა საკითხთან დაკავშირებით  გამონახა.

„ვისაუბრეთ ქართველ სომეხთა სასწავლო სისტემის, სახელმძღვანელოთა და  მასწავლებელთა გადამზადების შესახებ და არ ყოფილა ისეთი საკითხი, სადაც ერთმანეთს ვერ გავუგებდით“.

Leave a Reply