სტამბულის 1955 წლის სექტემბრის მოვლენები, ფაქტები რომლებზეც ისტორია დუმს

თურქეთის რამდენიმე ოპოზიციური გაზეთი, ყოველწლიურად იხსენებს 1955 წლის 6-7 სექტემბრის მოვლენებს, რის შედეგადაც ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქმა და თურქეთის კულტურულმა და ეკონომიკურმა ცენტრმა სტამბულმა დაკარგა თავისი მკვიდრი მოსახლეობა.

თურქულმა გაზეთმა “ბირგიუნმა” 62 წლის წინ მომხდარ ხოცვას “თურქეთის ისტორიაში ყველაზე შავი გვერდი” უწოდა და მკითხველებს შეახსენა, რომ დამნაშავეები სასჯელის გარეშე დარჩნენ.

1955 წლის 6 სექტემბრის დილას თურქულმა “ისთანბულ ექსპრესმა”  გამოსცა გაზეთი სახელწოდებით “ჩვენი წინაპრის სახლს ასაფეთქებელი ნივთიერებებით დაესხნენ”, (საუბარია სახლზე, სადაც მუსტაფა ათათურქი დაიბადა) რაც მოვლენების ასეთი ფორმით განვითარების მიზეზი გახდა.
ბერძნები, მათთან ერთად სომეხი და იუდეველები ნაციონალისტურ ჯგუფების მსხვერპლი გახდნენ. თავდამსხმელთა შორის იყვნენ ქალები, რომლებიც ბერძნებისა და სომხების სახლებს ძარცვავდნენ და ღირებული ნივთები საკუთარ სახლებში მიჰქონდათ.
ამ ტრაგიკულმა მოვლენებმა ბერძნული და სომხური ოჯახების გაკოტრება და ემიგრაცია გამოიწვია.

ოფიციალური მონაცემებით, 6- 7 სექტემბერს ხოცვა-ჟლეტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ხოლო სომხური და ბერძნული წყაროებს სხვა ინფორმაცია აქვთ: 37 ადამიანი მოკლეს, 300-ზე მეტი ქალი გაუპატიურეს, 71 ეკლესია, 3 გაზეთის გამომცემლობა, 4500 სახელოსნო და მაღაზია, 26 სკოლა, 2100 სახლი და ბინები დაანგრიეს.

6 სექტემბერს  62 წლის წინანდელი მოვლენების აღსანიშნავად სტამბულში ღონისძიებები ჩატარდება.

Leave a Reply