სომხეთი ევროკავშირთან ახალი ხელშეკრულების ხელმოწერისთვის ემზადება

სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა პიოტრ სვიტალსკიმ განაცხადა, რომ პასუხისმგებელი პირები გულმოდგინედ მუშაობენ, რათა ევროკავშირ-სომხეთის შეთანხმების ხელმოწერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტზე რეალობად იქცეს.

“ევროკავშირის მიერ ყველაფერი მზადდება, რომ ნოემბერში უკვე ხელი მოვაწეროთ ახალ ხელშეკრულებას”, – აღნიშნა სვიტალსკიმ სომხეთში Erasmus+Youth საინფორმაციო ცენტრის გახსნაზე.

ამასტან, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა “ბაზე” პან-სომხეთის ახალგაზრდული შეკრების მონაწილეებთან შეხვედრისას, მონაწილეების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას აღნიშნა, რომ სომხეთი უკვე შემოდგომაზე ხელს მოაწერს ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის ხელშეკრულებას.

Leave a Reply