სომხეთის 15 საელჩოში IT ოფისები გაიხსნება

სომხეთის  მთავრობამ და კომპანიამ Technology and Science Dynamics ხელი მოაწერეს ურთიერთქმედების  მემორანდუმს, რომლის მიზანია – გაზარდოს სომხეთის საინვესტიციო რეიტინგი IT ინდუსტრიაში. დოკუმენტის თანახმად, 15 ქვეყნის საელჩოში  გაიხსნება ICT სექტორის ოფისები.

“მთავრობის სხდომაზე უკვე დამტკიცდა ხელშეკრულება და სერვისცენტრები მალე გაიხსნება. უმეტესწილად, ლაპარაკია აშშ-სა და ევროპის ქვეყნებზე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შევთანხმდით, რომ  ამ ტერიტორიაზე  ვიმოქმედებთ “, – განაცხადა სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა.

წინა წლის მიწურულს მან სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, ხელი შეუწყოს IT კომპანიების განვითარებას.

“ICT სექტორის წარმომადგენლებმა  ხელშეწყობა გვთხოვეს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი სომხეთის საელჩოების ტერიტორიაზე ფილიალების გახსნაში.  ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს პლატფორმა. ამისთვის დამატებითი ხარჯები არ დაგვჭირდება, ყველა ხარჯს ICT სექტორის წარმომადგენლები დაფარავენ “, – ასე მიმართა კარაპეტიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს.

სომხეთის IT წარმომადგენლობა დაგვეხმარება საზღვარგარეთ  ვიპოვოთ პარტნიორები.

ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროექტის მიზანია სომხური IT პროგრამების საზღვარგარეთ წარმოდგენა და ახალი ინვესტიციების მოზიდვა. მისი თქმით ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და ისინი დიდი სიხარულით განიხილავენ სხვა სფეროებსაც. ისინი მზად არიან მოუსმინონ ხელისუფლების წინადადებებს.

შეთანხმება გულისხმობს, რომ ხელისუფლება თავისუფლად უზრუნველყოფს საოფისე ფართს საელჩოებსა და სომხეთისა თუ საზღვარგარეთის საკონსულო დაწესებულებებში. TSD, თავის მხრივ, ტექნიკურ აღჭურვილობას, კადრების მომზადებასა და ხელფასის ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს.კერძო კომპანია პროგრამას 3 მილიონ დოლარად უზრუნველყოფს.

სომხური კომპანია TSD – Armtab  პლანშეტებისა და Armphone სმარტფონების მწარმოებელია. მისი ხელმძღვანელი ვაჰან შაქარიანი აცხადებს, რომ პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია: “მცირე და საშუალო ფირმებს არ აქვთ შესაძლებლობა წარმოადგინონ საკუთარი პროექტები და პარტნიორები იპოვონ საზღვარგარეთ. შესარჩევი ეტაპი სულ მალე დაიწყება. ის ღია იქნება – ვინც კი მოინდომებს, შეძლებს მონაწილეობის მიღებას. ჩვენ გასაუბრებებს  ჩავატარებთ და შედარებით მომზადებულებს ავირჩევთ.  ძირითადი კრიტერიუმი – მაღალი პროფესიული სტანდარტი იქნება “.

Leave a Reply