სომხეთის მე-2 პრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის მე-2 პრეზიდენტი,  რობერტ ქოჩარიანი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი შტაბის უფროსის, ვიქტორ სოღომონიანის ცნობით,  ქოჩარიანი სომხეთში არ იმყოფება.  მისი თქმით,  ქოჩარიანი მოსკოვშია და სომხეთში დღეს საღამოს დაბრუნდება. აქედან გამომდინარე,  არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ მოასწრებს.  მასალას ავრცელებს „azatutyun.am“

Leave a Reply