სომხეთის პარლამენტში საგანგებო სხდომა დაიწყო, რომელზეც პრემიერის არჩევის საკითხი განიხილება

სომხეთის პარლამენტში საგანგებო სხდომა დაიწყო, რომელზეც პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხი განიხილება. დეპუტატების საერთო რაოდენობის ერთმა მესამედმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა წარადგინა. მას პარლამენტში შემავალი ოთხი პარტიიდან მხარს სამი პარტია უჭერს.

რაც შეეხება მმართველ რესპუბლიკურ პარტიას, პარლამენტში მისი ფრაქციის თავმჯდომარის ვაჰრამ ბაღდასარიანის განცხადებით, მმართველი პარტია სახალხო კანდიდატის არჩევას უზრუნველყოფს.

კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრს პარლამენტი ხმების უმრავლესობით ირჩევს. 105-მანდატიან პარლამენტში პრემიერის ასარჩევად 53 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.

Leave a Reply