სომხეთის ყოფილმა და მოქმედმა პრეზიდენტებმა ერევნის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს

სომხეთის პირველმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პტროსიანმა, მეორე პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა, მესამე პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა და მოქმედმა, მეოთხე პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს.

არმენ სარგსიანის თანაშემწემ, ჰასმიკ პეტროსიანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ამჟამად პარიზში იმყოფება და შამონში გამართულ ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობს.