სომხეთის წარმომადგენელმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე სომხეთის წარმომადგენელმა აკოპ მკრტიჩიანმა, 89 კილოგრამი წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სომხეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი დავით ოვანესიანი ბრინჯაოს მედალით დაჯილდოვდა, ხოლო საქართველოს წარმომადგენელი რევაზ დავითაძე ვერცხლის მედალოსანი გახდა.