სომხეთის პირველი არხი “საბავშვო ევროვიზიას” იწყებს

სომხეთის პირველი არხი  “საბავშვო ევროვიზიის” საავტორო პროექტს იწყებს, რომელიც ახალგაზრდა მომღერლებს საშუალებას მისცემს თავიანთი სიმღერები წარადგინონ.
“საბავშვო ევროვიზია 2018” ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში გაიმართება. ინფორმაცია ევროპული სამაუწყებლო კავშირის ვებ-გვერდზე ვრცელდება.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 9-14 წლის სომხეთის მოქალაქეებს ან ეროვნებით სომეხ ახალგაზრდებს. საკონკურსო სიმღერა ახალი ან აქამდე უცნობი უნდა იყოს. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია წერილის გაგზავნა 15 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე depievratesil@1tv.am .

დეტალებისთვის ეწვიეთ www.eurovision.am.

Leave a Reply