სოფელ კუმურდოს მოსახლეობამ სომხეთსა და საქართველოს პეტიციით მიმართა

სოფელ კუმურდოს მცხოვრებლები საქართველოსა და სომხეთის საერო და სასულიერო წინამძღვრებს პეტიციით მიმართავენ, რათა მათ ნება დართონ თავიანთი წინაპრების ძვლები ეკლესიის ეზოში ხელახლა დამარხონ და სასაფლაოზე ხაჩქარი დააყენონ.

სოფელ კუმურდოში X საუკუნის ეკლესიის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობისას ტაძრის ტერიტორიაზე დაკრძალული ადამიანების ძველბია აღმოჩენილი;  საქმე იმაში გახლავთ, რომ ძველად სომხურ საეკლესიო პირებს ეკლესიების ეზოებში კრძალავდნენ. სოფლის მოსახლეობის მტკიცებით (თქმით), ეკლესიის ეზოში 7 სასულიერო პირია დაკრძალული, აქვე კრძალავდნენ ახალშობილებს და მოუნათლავ პირებს.  ერთი წლის წინ დაწყებული ეკლესიის აღდგენითი სამუშოებისა და გათხრების პერიოდში უამრავი ადამიანური ძვალი იპოვეს.

სოფლის მოსახლეობამ წერილებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს – გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტს – გიორგი მარგველაშვილს, სომხეთის პრეზიდენტს – სერჟ სარგსიანსა და სომხეთის პრემიერს – კარენ კარაპეტიანს, ასევე საქართველოს კულტრუსა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, იუნესკოს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს – ილია II-ს, სომხეთის კათოლიკოს პატრიარქს გარეგინ II-ს და მედიასაშუალებებს.

 „2016 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძაგლთა დაცვის სამინისტრო კუმურდოს ტაძარის არა როგორც მოქმედი ეკლესიის, არამედ როგორც კულტურული ძეგლის რესტავრაციას ახდენს.   ამის გამო ჩვენი დამოკიდებულება თავიდანვე დადებითი იყო; მაგრამ, მას შემდეგ, რაც სოფელში გაუგებარი ხალხი და ქართული ეკლესიის წარმომადგენლები მოვიდნენ, ჩვენ დავრწმუნდით, რომ ქართული მხარე ობიექტური არ არის. სოფლის არასრულწლოვანი მოსახლეობის მხრიდან (რომლებსაც ფული გადაუხადეს), ტაძრის ეზოში გაითხარა საფლავები, რის შემდეგაც წინაპართა ძვლები მიწის ზემოთ უპატრონოდ დარჩა. მათ ჭინასწარ იცოდნენ, რომ ეს ფაქტი ვანდალიზმია, მაგრამ საბოლოო ჯამში ბრალი არასრულწლოვანებს დასედეს“ – ნათქვამია პეტიციაში.

სოფლის მოსახლეობამ 2016 წლის შემოდგომაზე 43 ტომარა ძვალი ხელახლა დამარხა. თუმცა ამით საკითხი არ გადაწყდა.

კუმურდოს მცხოვრებლებმა პეტიციას ფოტო და ვიდეო მასალა, 500-ზე მეტი ხელმოწერა და იმდროინდელი ტაძარში (მაშინ, როდესაც ეკლესია სომხურ სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნოდა)  მომსახურე სასულიერო პირების სია დაურთეს.

Leave a Reply