სპეციალური ჯილდო საქართველოში მცხოვრებ მეთოჯინეს

საქართველოს მარნეულის რაიონის დაბა შაუმიანში მცხოვრები სომეხი მხატვარი, მემარიონეტე – არმენ ჰოვჰანნისიანი  სომხეთში ჩატარებული საერთაშორისო ახალგაზრდული  ფესტივალის „არტ ფესტ“-ის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. ერევანში 8-19 ივნისს უკვე მეხუთედ ტარდება ფესტივალი, სადაც წელს ხელოვნების 10-ზე მეტ მიმართულებაში წარმოდგენილი იყო 60 საუკეთესო ნაშრომი – კინოს, თეატრის, მოდისა და სხვა სფეროებიდან.

19 ივნისს, ფესტივალის დახურვისა და დაჯილდოების ცერემონიის დროს, ფესტივალის ჟიურიმ, სომხეთის დამსახურებულმა მხატვარმა – აშოტ ჰამბარძუმიანმა სპეციალური პრიზით, დააჯილდოვა საქართველოს წარმომადგენელი – მხატვარი-მეთოჯინე არმენ ჰოვჰანნისიანი.

არმენ ჰოვჰანნისიანმა მადლობა გადაუხადა „არტ ფესტ“ის ორგანიზატორებს და მასში მონაწილე ხელოვანებს. მისი თქმით: „ძალიან სასიამოვნოა იყო დაფასებული სამშობლოში“.

უკვე „ალიქ მედია“-თან ინტერვიუში ჰოვჰანნისიანმა გულწრფელად აღნიშნა, რომ ვერც კი წარმოიდგენდა ასეთ ჯილდოს თუ მიიღებდა.

„ფესტივალში მონაწილეობაზე მოწვევა ფესტივალის დირექტორისგან – ერიკ ბარსეღიანისგან მივიღე. სასიამოვნოა, როდესაც შენს ნამუშევრებს საკუთარ სამშობლოში წარმოადგენ და დაფასებული ხარ თანამემამულეების მიერ. ეს იყო მეორე მნიშვნელოვანი ღონისძიება სომხეთში, რომელშიც თუნდაც მონაწილეობა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის…“

სამომავლო გეგმების შესახებ საუბარში, მხატვარმა აღნიშნა, რომ აპირებს გამოფენის მოწყობას ახალციხეში, გარდა ამისა, უკვე მომდევნო თვეში თბილისში გაიხსნება ჰოვჰანნეს თუმანიანის სახლ-მუზეუმი, სადაც თუმანიანის ზღაპრების პერსონაჟებად არმენის მარიონეტული თოჯინები მოგვევლინებიან.

Leave a Reply