თურქეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ ხულიგნობის ფაქტებმა მოიმატა

ახლქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის მოსახელობა თურქეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ, სხვა პრობლემებთან ერთად ჩივის იმას, რომ მათ აწუხებთ უსაფრთხოებისა და შიშის გრძნობა.

„ერთი წლის წინ, რამოდენიმე იდნოელი შევიდა სოფლის სახლებიდან ერთ-ერთში. სახლის პატრონი კი ელოდებოდა თავის შვილს და კარები ღია ჰქონდა დატოვილი. როდესაც სახლის პატრონმა ისინი დაინახა  დარეკა პატრულში, რის შემდეგაც ისინი დააკავეს. ახლა კი ყველას ეშინია კარი ღია დატოვოს“-, ამბობს სოფელ კარწახში მცხოვრები კამო კარაპეტიანი.

ერთ-ერთმა მამაკაცმა ასევე გამოთქვა თავისი აზრი,თუმცა უარი თქვა თავის წარდგენაზე. ამბობს, რომ „ სოფელში ხულიგნობამ მოიმატა, ასეთი რამ არასდროს ყოფილა სოფელში. ჩვენთვის ეს ძალიან უცხო რამაა, და რადგან ჩვენ ვერ ვპოულობთ ხულიგნებს ვამბობთ, რომ თურქებმა გააკეთეს“,- წერს სააგენტო jnews.ge.

Leave a Reply