თურქულ-აზერბაიჯანული აგრესიის გამო 33 000 ადამიანის განათლების უფლება ირღვევა

თურქულ-აზერბაიჯანული აგრესიის გამო, ოცი დღის განმავლობაში, არცახის რესპუბლიკის საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებები იბომბებოდა საერთაშორისო ნორმებით აკრძალული იარაღით. ამის შესახებ არცახის განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტრო აცხადებს.

„დღეისათვის სამიზნე გახდა და განადგურდა 18 სკოლის შენობა, 6 საბავშვო ბაღი, ოთხი კულტურული ცენტრი. შუშის წმინდა ყაზანჩეცოცის ეკლესიის გუმბათი კი მტრის ზეზუსტი ორმაგი დარტყმით განადგურდა“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს განცხადების მიხედვით, „თურქეთ-აზერბაიჯანის ტერორიზმისა და სასტიკი აგრესიის გამო ირღვევა დაახლოებით 33000 ადამიანის განათლების უფლება. 24 000 მოსწავლე ვერ დადის სკოლაში, 4016 ბავშვი – საბავშვო ბაღში, 4986 სტუდენტი – პროფესიულ კოლეჯში და უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ჩვენ გვყავს დაღუპული სტუდენტები “.