მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

სიტუაცია საიომარ ხაზზე მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის დაპირისპირებულ მხარეებს შორის უკიდურესად დაძაბული რჩება. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ჯარის ქვედანაყოფები წარმატებულ თავდაცვით ბრძოლებს აგრძელებენ. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს ინფორმაციას მიყენებული ზიანის შესახებ. 

1 აპრილიდან 2 აპრილის ჩათვლით გამართული საბრძოლო მოქმედებების დროს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 200-ზე მეტი სამხედრო დაკარგა.

მხოლოდ სოფელ თალიშში განადგურებულია  აზერბაიჯანული სპეც-დანიშნულების რაზმის სულ მცირე 30 ჯარისკაცი. მარტაკერტში განადგურებულია 2 ტანკი და 2 უპილოტო მფრინავი საშუალება, ხოლო ჩრდილოეთისკენ 1 ვერტმფრენი.

შედარებით უფრო ფართომასშტაბიანი შეტაკებები საბრძოლო ხაზის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მიმდინარეობს. მოწინააღმდეგე მხარე იყენებს ჯავშანტექნიკას, საარტილერიო საშუალებებს, მათ შორის  MM-21 „გრად“ -ის ტიპის სისტემას. თავდასხმის სამიზნე ჯგუფია არა მხოლოდ თავდაცვის ჯარის ქვედანაყოფების პოზიციები, არამედ მშვიდობიანი დასახლებები.

თავდაცვის სამინისტროს ძალებმა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით დაახლოებით 12:30 საათზე მტრის 1 სამხედრო ვერტმფრენი და 2 ტანკი გაანადგურა.

სამწუხაროდ, მძიმე შეტაკებების დროს მთიანი ყარაბაღის მხარემ აგრეთვე მიიღო დანაკარგი, რომლის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

Թողնել պատասխան