თბილისის 103-ე სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე საჭმელს არიგებენ და სიებს ავსებენ

თბილისის მეტრომშენის 103-ე ქართულ-სომხურ სკოლაში 3 საარჩევნო უბანია გახსნილი.

42-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. ორმა დამკვირვებელმა შეურაცხყოფა მიაყენა “ევროპული საქართველოს” დამკვირვებელს და მოუწოდა დაეტოვებინა ტერიტორია.

უცნობი პირები სკოლის ეზოში სიებს ავსებენ. კამერის დანახვის შემდეგ, მოქალაქემ რომელიც სიებს ავსებდა, სწრაფად დატოვა საარჩევნო უბნის ტერიტორია, დაგვპირდა დაბრუნებას, მაგრამ არ მოვიდა. საუბარია 25-100 ლარზე, რომელსაც ხმის მიცემის სანაცვლოდ აძლევენ.

ადგილობრივების უმრავლესობა, რომლებმაც უკვე გააკეთეს არჩევანი, არ ტოვებდნენ სკოლის ტერიტორიას, ხოლო სკამებზე ყუთებით საჭმელი ელაგათ. ჩვენ გავარკვიეთ, რომ სიების შემდგენლები იღებან საკვებს.