მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს მიულოცა

საქართველოს პრემიერ- მინისტრს მამუკა ბახტაძესა და სომხეთის პრემიერ- მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება და ალიანს ” ჩემი ნაბიჯის” დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს, სომხეთის მთავრობის სამომავლო საქმიანობაში და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის პროგრამების განხორციელებაში წარმატებები უსურვა.

ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგას მილოცვისათვის და გამოხატა რწმენა, რომ ორი მეგობარი ქვეყნის მთავრობები გააგრძელებენ ურთიერთთანამშრომლობას სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებისა და ხალხთა კეთილდღეობის განვითარებისათვის.