ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე შვეცარიაში იმყოფება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შემსრუებლის ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე ანნა ჰაკობიანი, რომელიც “ჩემი ნაბიჯი”, “City of Smile” საქველმოქმედო ფონდების თავმჯდომარეა შვეცარიაში იმყოფება. ანნა ჰაკობიანის ვიზიტი შვეცარიის სიდიდით მეორე ქალაქში ჟენევაში 12 დეკემბერს დაიწყო, სადაც მან “წმინდა ჰაკობ” ეკლესიას ეწვია, შემდეგ კი ანნა ჰაკობიანმა ჟენევას სომხურ ცენტრში სომხური თემის 100-ზე მეტ წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრას “ფრანკ მიულლერ” ქარხნის მფლობელი ვარდან სრმაქეში, ჟენევის ვებსტერის უნივერსიტეტის ლექტორი რუბენ ინჯიკიანი, ისტორიკოსი ვიგენ ჩთრიანი და სომხური თემის სხვა ცნობილი საზოგადოებრივი კულტურულის მოღვაწეები ესწებოდნენ.

როგორც არმენპრესი იტყობინება, შეხვედრის მსვლელობისას ანნა ჰაკობიანმა სომხეთის ხავერდოვან რევოლუციის, ქვეყანაში არსებული ახალი რეალობის, ასევე “ჩემი ნაბიჯი” ფონდის საქმიანობისა და მიზნების  შესახებ ისაუბრა.

ორსაათიანი შეხვედრის განმავლობაში, სომხეთის ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ, საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებთან დაკავშირებულ მრავალ სხვა საკითხის შესახებ ისაუბრეს.