სერჟ სარგსიანმა საქართველოს პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ბათუმში სასტუმრო “ლეო გრანდში” მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, რასაც შედეგად 11 მსხვერპლი და ათობით დაშავებული ადამიანები მოჰყვა, სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

განცხადება სომხეთის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა: “სომხეთის პრეზიდენტი სამძიმარს უგზავნის საქართველოს მეგობარ ხალხს, დაზარალებულების ნათესავებსა და მეგობრებს, მათ უსურვებს გამბედაობასა და სულის სიმტკიცეს, დაშავებულებს კი რაც შეიძლება სწრაფ გამოჯანმრთელებას.”

Leave a Reply