აზერბაიჯანელმა ჰაკერებმა სომეხი მომხმარებლების ფეისბუქის გვერდები გატეხეს

აზერბაიჯანელმა ჰაკერებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში, დაახლოებით, 1300 სომეხი მომხმარებლის ფეისბუქ გვერდების  პასვორდები მოპარეს. ამის შესახებ თავის ფეისბუქ გვერდზე საინფორმაციო უსაფრთხოების სპეციალისტი სამველ მარტიროსიანი წერს და აქვეყნებს მოპარული პასვორდების ელექტრონულ მისამართებს.

ეს ფეისბუქის სომეხი მომხმარებლების სიაა, რომლებიც აზერბაიჯანელი ჰაკერებს სამიზნეები იყვნენ.

„მეზობლები აცხადებენ, რომ გატეხეს 4000 მომხმარებლის გვერდი, თუმცა რეალურად ესაა 1300 მომახმარებელი“,- ამბობს სამვე მარტიროსიანი.

“დაიმახსოვრეთ, რომ ძირითადად, პასვორდს ერთი გზით იპარავენ. ფეისბუქის სახელით წერილს ან პოსტს დებენ და გთავაზობენ შეხვიდეთ მათ მიერ შექმნილ ფსევდო გვერდებზე. ყოველთვის ყურადრებით იყავით,  წაიკითხეთ მისამართი, როდესაც პასვორდს წერთ“- თავის ფეისბუქის გვერდზე წერს საინფორმაციო უსაფრთხოების სპეციალისტი.

Leave a Reply