1+4 ანუ რობერტ ქარტაშიანის წარმატების ისტორია

რობერტ ქარტაშიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა ” მოამბეს” სომხურ ენაზე რეგიონალური მაუწყებლისთვის თარგმნის . რობერტი თბილისელია, “1+4” პროგრამით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსზე სწავლობს. ბევრის აზრით, ეს პროგრამა რაიონებში მცხოვრები სტუდენტებისთვის არის შექმნილი. ამბობენ, თბილისელებმა ქართული ისედაც იციანო. რობერტი საპირისპიროს ამტკიცებს.

“ვსწავლობდი სომხურ სკოლაში, სადაც პირველი კლასიდან მხოლოდ სომხურად ვლაპარაკობდი. სკოლაში ქართული ენისთვის გამოყოფილი დრო საკმარისი არ იყო”,- ამბობს რობერტი. მისი თქმით, პროგრამამ 1+4 მას საშუალება მისცა ესწავლა სახელმწიფო ენა და სასურველ ფაკულტეტზე ჩაებარებინა, რაც მის ოცნებას წარმოადგენდა.

რობერტის განცხადებით, პროგრამას ხარვეზები აქვს. მას მიაჩნია, რომ ენის სრულყოფილად შესწავლისთვის ერთი წელი საკმარისი არ არის.

“რადგან ჯგუფში ყველა სომეხია და კომუნიკაციაც სომხურ ენაზე ხდება, თუ არ იმუშავე საკუთარ თავზე, ვერ ისწავლი ენას”,- ამბობს სტუდენტი.

რობერტს, დროის და კომუნიკაციის პრობლემა ,ურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე უკვე გადალახულიჰქონდა .

“შევეცადე სომხური ენის ცოდნა სწორად გამომეყენებინა. ბევრი სიტყვები და ტერმინები ვისწავლე ქართულ-სომხური ლექსიკონის დახმარებით და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ვიცი როგორც ქართულად, ასევე სომხურად”.

რაც შეეხება ინტეგრაციას, რობერტი ამბობს, რომ არასოდეს უგრძვნია დისკრიმინაცია. ქართველი თანაკურსელები დაეხმარნენ ბევრ საკითხებში. მიუხედავათ იმისა, რომ თარგმანით და ჟურნალისტიკით არის ამჟამად დაკავებული,რობერტი არჩეული პროფესიით კმაყოფილია .

“გარკვეული პერიოდი ვიმუშავე სასამართლოში მთარგმნელის პოზიციაზე. ჩემთვის ეს იყო გარკვეული გამოცდილება, დავესწარი სასამართლოს სხდომებს. ვითანამშრომლე ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან”.

რობერტს, პროფესიული ცოდნის გამოყენება, “1+4” პროგრამისთვის შექმნილი სტაჟირების მეშვეობით შეუძლია.

“გადავწყვიტე არ გავუშვა ხელიდან ეს შესაძლებლობა. ამჟამად საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროში პრაქტიკანტი ვარ. აქ შემიძლია გამოვიყენო უნევერსიტეტში მიღებული ცოდნა”

გარდა პრაქტიკისა, რობერტი სომხურენოვან რადიოში “ვრასტან FM” საინფორმაციო პროგრამას უძღვება, სადაც რეგიონულურ სამაუწყებლო კომპანიაში, პირველი არხის საინფორმაციო პროგრამას თარგმნის სომხურ ენაზე.

“ეს პროგრამა მიმდინარეობს აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით და გათვლილია ეროვნულ უმცირესობებზე. არ მიმაჩნია, რომ დაკავებული ვარ ჟურნალისტიკით, ეს თარგმნაა, რომელიც უკვე ჩემი მეორე პროფესია გახდა”.

უახლოეს მომავალში რობერტი მაგისტრატურაში აპირებს სწავლის გაგრძელებას.

Leave a Reply