2018 წელს სომხეთში ჩამოსულთა რიცხვი 15 ათასით მეტია ქვეყნიდან გასულთა რაოდენობაზე

2018 წელს სომხეთის ჩამოსვლისა და გამგზავრების ბალანსი დადებითია. სტატისტიკის ეროვნულმა კომიტეტმა სომხეთის 2018 წლის დემოგრაფიული სურათის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

სტატისტიკის მიხედვით 2018 წელს სომხეთში ჩამოსულთა რიცხვი 3 757 168 იყო, ხოლო ქვეყნიდან გასულთა- 3 741 855, რაც ნიშნავს, რომ ბალანსი იყო დადებითი – 15,313.