სომხური ეპარქიის მომღერალთა გუნდებმა “კომიტასს ვმღერივართ” ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს

2017 წლის 25-28 სექტემბერს, სომხეთის დიასპორის სამინისტროს მხარდაჭერით “კომიტასს ვმღერივართ” ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე მონაწილეობა მიიღეს სომხეთის, მთიანი ყარაბაღის და მსოფლიოს 12 ქვეყნიდან ჩამოსულმა გუნდებმა და სოლო მომღერლებმა.

საქართველოში სომხური ეპარქიის კულტურის განყოფილებიდან ფესტივალზე წარდგემნილი იყო მომღერალთა სამი ჯგუფი.

საქართველოს ეპარქიის გუნდს კოორდინაციას უწევდა კულტურის დირექტორი ლევონ ჩიდიანი და საპატიო სტუმარი, მამა არარატ გუმბალიანი.

სომხეთის დიასპორის მინისტრის მოადგილე სერჟ სრაპიონიანმა აღნიშნა, რომ ასეთი ფესტივალები მთელს მსოფლიოში სომხური დიასპორის იდენტობის შენარჩუნებისა და ეროვნული კულტურის განვითარებისთვის ტარდება.

ფესტივალი შთამბეჭდავი და დაუვიწყარი იყო მონაწილე გუნდებისთვის.

პან-სომხური ფესტივალის დღეების დასასრულს მომღერალთა გუნდები სევანავანქს ესტუმრნენ და წმინდა ადგილი  მოილოცეს.

Leave a Reply