ფაშინიანი: 1-ლი მაისიდან დღემდე სომხეთში 13 000-ზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა, ვიდრე გაემგზავრა

1-ლი მაისიდან დღემდე, სომხეთში 13 000-ზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა, ვიდრე გაემგზავრა. ამის შესახებ ეროვნული ასამბლეის სხდომაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინინმა განაცხადა.

მისი თქმით, 2017 წელს, იგივე მონაკვეთში ეს მაჩვენებელი ნეგატიური ნიშნულზე –  9 000 იყო. რაც ნიშნავს, რომ ქვეყნიდან წასულების რიცხვი საგრძნობლად აჭარბებდა ჩამოსულების რაოდენობას.