მამა ტათევ მარუქიანი: რატომ აღვივებთ ქართველ მორწმუნეებში მტრობას სომხური ეკლესიის მიმართ

ახალქალაქის “სურბ ხაჩის” ეკლესიის სასულიერო პირი მამა ტათევ მარუქინი დეკანოზ ილია ჭიღლაძის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას სოფელ კუმურდოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოეხმაურა.

“ქრისტიანული თავმდაბლობისა და მოყვასის პატივისცემიდან  გამომდინარე ბევრი ჩვენგანი ჩუმად იყო, გონივრულად ველოდებოდით ორი ეკლესიის სასულიერო წინამძღვრების შეხვედრასა და სოფელ კუმურდოს ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით მაღალი დონის განხილვებს.

მაგრამ… ქართველი მამაო თავს უფლებას აძლევს სრულიად საქართველოს სომეხთა სასულიერო წინამძღვარის მისამართით მსგავსი უპასუხისმგებლო ბრალდება გააჟღეროს და ის საქართველოს მტრად მიიჩნიოს.

ეს ადამიანი, რომელსაც საკითხის არსი არ ესმის, ცდილობს ქართული ეკლესიის  მრევლში სიძულვილი დანერგოს მთელი საქართველოს სომხური სათვისტომოს მიმართ და სასულიერო პირის დადანაშაულებით მტრის ხატი შექმნას. ეს მაშინ, როდესაც ჩვენი სულიერი წინამძღვარი  წლების განმავლობაში მხოლოდ ორი ეკლესიის სიყვარულსა და ახლობლობას ქადაგებს. ჩვენ არაფერს არ ვამტკიცებთ, ამის შესახებ წლებია იციან საქართველოს სახელმწიფო და სასულიერო პირებმა, ვაზგენ ირზახანიანის საქმიანობა ამას მოწმობს.

ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით დასახლებული სოფელი კუმურდოს მორწმუნე ხალხის მისწრაფება დაიცვან თავიანთი წინაპრების ხსოვნა დღეს საყოველთაო განხილვის საკითხი გახდა. მოსახლეობის მარტივ თხოვნასა და მოთხოვნას, როგორც ნებისმიერ სასულიერო წინამძღვარს, ისე ვაზგენ მირზახანიანს ყური უნდა დაეგდო და შესაბამისი ნაბიჯები გადაედგა, რაც ვაზგენ მირზახანიანმა გააკეთა.

ახლა, როგორც სომხური ეკლესიის სასულიერო პირი და საქართველოს სოხმური სათვისოტომოს მორწმუნე წევრი, შეკითხვით მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც კისერზე ქრისტეს ჯვრით მოწოდებულნი არიან სიყვარული და მშვიდობა უქადაგოს თავის ხალხს – რატომ აღვივებთ ქართველ მორწუმეებში მტრობას სომხური ეკლესიისა და მისი წინამძღვარის მიმართ? ასევე სოფელ კუმურდოს უბრალო მცხოვრებლების, საქართველოს სომხური თემის ყველა სასულიერო პირის მიმართ?

გულწრფელი, გულიდან ამოსული ლოცვით ვგმობ მსგავს შეუწყნარებელ და სიძულვილით სავსე ცრუ ქრისტიანობას. დარწმუნებული ვარ, რომ თავად ქართული ეკლესია, მისი ხალხის სახელით დაგმობს ამ ცილისმწამებელ და უპასუხისმგებლო ადამიანს ორ ერს შორის მტრობისა და სიძულვილის ჩასახვისთვის,”-ნათქვამია განცხადებაში”.

Leave a Reply