საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ აზნავურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით Twitter-ზე სომხურ ენაზე პოსტი გამოაქვეყნა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ცნობილი ფრანგი, წარმოშობით სომეხი, მომღერლის შარლ აზნავურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, Twitter-ზე სომხურ ენაზე პოსტი გამოაქვეყნა.

“შარლ აზნავური ფრანკოფონიის საერთაშორისო სამიტზე სომხეთში მივიწვიე, სადაც ის სიმღერას შეასრულებდა. აზნავურის გარდაცვალება სომეხი და ფრანგი ხალხისთვის საერთო გლოვაა”, – წერს პრეზიდენტი.

1-ელ ოქტომბერს, ცნობილი მომღერალი და არტისტი, მწერალი, სამოქალაქო მოღვაწე და სომხეთის ეროვნული გმირი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.