“Agile Spirit 2017”- სომხეთი აზერბაიჯანმა შეცვალა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არწრუნ პოვანისისიანმა  4 სექტემბერს „factor.am”-თან  ინტერვიში განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე “Agile Spirit 2017”-ის სამხედრო წვრთნებში სომხეთს თავისი  მონაწილეობა არ დაუდასტურებია. “ჩვენ არასდროს, არცერთ ეტაპზე ჩვენი მონაწილეობა არ დაგვიდასტურებია,” -განაცხადა პოვანისისიანმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2017 წლის 29 აგვისტოს გავრცელებულ “Agile Spirit 2017”-ის ოფიციალურ ლოგოზე არის სომხეთის დროშა. იმავე უწყების მიერ 2 სექტემბერს გამოქვეყნებულ ლოგოზე სომხეთის დროშა აზერბაიჯანის დროშამ ჩაანაცვლა.

ამ დრომდე არ დასტურდება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  მიერ გავრცელებულ ლოგოზე სომხეთის დროშა გამოსახული იყო თუ არა სომხეთის ნებართვის გარეშე.

Leave a Reply