ლევონ არონიანმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

2 სექტემბერს ფუნიკულიორზე ჭადრაკში ვაჟთა შორის რიგით მე-15 მსოფლიო თასის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი.

ტურნირი 28 სექტემბრამდე გასტანს და მასში მსოფლიოს 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკე იასპარეზებს. მათ შორის მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგის ტოპ-15 მოჭადრაკე.
ტურნირში სომეხი მოჭადრაკეებიც მონაწილეობენ . ლევონ არონიანმა პირველი მატჩი თეთრი ფიგურებით სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელ დენიელ კოუდერი დაამარცხა.

Leave a Reply