ტრამპის მრჩეველი საკუთარი ინიციატივით სომხეთს ესტუმრება

პოლიტოლოგი სურენ სარგსიანი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი საკუთარი ინიციატივით სომხეთში გაემგზავრება.

” შემიძლია გავაზიარო ჩემი ინფორმაცია და აღვნიშნო, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი, ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი,  ჯონ ბოლტონი 2 კვირაში საკუთარი ინიციატივით რუსეთს, სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს ესტუმრება. ეს ვიზიტი სომხეთისთვის უნიკალური შანსია აშშ-თან ურთიერთობების გაღრმავებისთვის. იმ კუთხით, რომ რეგიონის დანარჩენ ქვეყნებს შედარებით განვითარებული ურთიერთობები აქვთ დამყარებული აშშ-თან”, – განაცხადა სურენ სარგსიანმა.

პოლიტოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობას, კერძოდ, პრემიერს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ბოლტონთან ურთიერთობების დამყარებით მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისთვის უნიკალური შანსი ეძლევათ.